დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში ჩართული ფერმერმერების მხარდაჭერის სტატისტიკა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/01 09:16:00

 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.


1 ივნისის  მონაცემებით:

·         სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  27,000-მდე  ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა  4 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.


·         აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე  26, 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.  ფერმერებმა 12,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღეს.


·         აგროდაზღვევის  პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობამ 10,899 შეადგინა. დაზღვეულია 10,000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 107  მილიონ ლარს აღემატება.


·         შეღავათიანი  აგროკრედიტის პროგრამით,ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო   6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს.  გაცემულია  319 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 6 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის თანადაფინანსება 400, 000 ლარზე მეტია.


·         მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 500-მდე  განაცხადი.  მოთხოვნილი თანადაფინანსება 15 მლნ-მდე   ლარია.


·         აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 400-ზე მეტი განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 300-ზე მეტი განაცხადი, სასოფლო-სამეურნეო   ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 100-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია