დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიცია წყალტუბოს შეჩერებულ პროექტებზე საუბრობს, ეკონომიკის მინისტრი კი ირონიით პასუხობს:“ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ!"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/05/30 18:36:50

 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დეს წყალტუბოს სტუმრობდნენ  და სანატორიუმის ყოფილი შენობები დაათვალიერეს, რომელთა რეაბილიტაციაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა , თუმცა ჯერ არ დაწყებულა. ახალი საქართველოსლიდერმა გიორგი ვაშაძე, მედიასთანქართული ოცნებისმიერ შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა და არცერთი დაპირებული მასშტაბური პროექტი არ განახორციელა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ვაშაძემ წყალტუბოს რესტავრაციის პროექტი დაასახელა.


„გასულ წელს ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის 29 ოქტომბერის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის წყალტუბოს პროექტს თავის თავზე იღებდა. სამწუხაროდ, ეს ივანიშვილის დაქართული ოცნებისკიდევ ერთი ბლეფი აღმოჩნდა, რადგან დღეს ყველა ვხედავთ, აქ რაც ხდება.


ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანიან საქართველო გავხადოთ რეგიონის ლიდერი, ან დავრჩეთ ივანიშვილის საქართველოში, რომელიც არის გაჭირვებული და სადაც მუდმივად გვატყუებენ.


დღეს გვაქვს ათობით გაჩერებული პროექტი, მაშინ როცა მხოლოდ წყალტუბოს რეაბილიტაციაზე 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. მეტიც, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ციხეში ზის, რადგან ინვესტორებზე მუშაობდა და როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები გადაკვეთა,რის გამოც დასაჯეს, 11 წელი მიუსაჯეს. მთავარი ის არის, რომ ეს კატასტროფა, რაც დღეს ხდება უნდა დამთავრდეს. ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება მშიერი იყოს.

 

ოპოზიციის ბრალდებებს წყალტუბოსთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში სტუმრობისას გამოეხმაურა და მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ირონიაც არ დაიშურა:

ზოგიერი ოპოზიციონერი, ვისაც უცებ ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში.


მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემია არ დაეტყობა წყალტუბის პროექტს. “ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. ისე, როგორც ითქვა. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაქართუ ფონდისქველმოქმედების საფუძველზე კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერი ოპოზიციონერი, ვისაც უცებ ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ, არანაირად არ გაგვიჭირდება. ბიუჯეტი კი რამდენიც იქნება საჭირო, იმდენის მობილიზება მოხდება, მათ შორის კერძ სექტორი აქტიურად იქნება ჩართული“, - განაცხადა ქალბატონმა მინისტრმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია