დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებული საწარმოები მოინახულა და მათ განსაკუთრებულ მხარდაჭერას დაჰპირდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/05/30 18:14:07

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საფრანგეთის ელჩთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა და უცხოური ინვესტიციით დაფინანსებული საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ მოინახულა, რომელიც ქუთაისში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.


თურნავს თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალგახსნილი საწარმები განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებენ:

როდესაც უკვე ფაქტიურად ვმართავთ კორონავირუსის პანდემიას და ჩვენი ეკონომიკა ნელნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან საწარმოები, რომლებიც უცხოელი ინვესტორების მიერ ახლახან დაფუძნდა და გაფართოებას გეგმავენ. ამიტომ დღეს ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმოს ვესტუმრეთ, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა და საყოფაცხოვრებო ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისისა, საწარმოს გეგმები არ შეცვლილა და კომპანია გაფართოებას და დასაქმებულთა 50 ადამიანით გაზრდას გეგმავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს კარგი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტროს მხრიდან კომპანიას ძლიერი მხარდაჭერა ექნება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია