დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტურიზმის გახსნის გეგმა
15 ივნისიდან საქართველო მზად იქნება ადგილობრივი ტურიზმის ასამოქმედებლად და პირველი ივლისიდან - უცხოელი ტურისტების მისაღებად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/07 16:58:19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.


„საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ - აღნიშნა გახარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია