დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად
ცოტნე ზურაბიანი: ქალაქ წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი ფაქტის დადასტურებისთანავე საქმეში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად ჩაერთვნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/28 22:56:00

 

 ქალაქ წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მეეზოვე.

 

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი შემთხვევის აღმოჩენის შედეგად გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს.

 

“მუნიციპალიტეტში აღნიშნული შემთხვევა უკვე მეხუთეა, სოფელ ფარცხანაყანევის 4 ფაქტის შემდეგ. ფაქტის დადასტურებისთანავე ოპერატიულად ჩაერთო საქმეში შესაბამისი სამსახურები. სასწრაფოდ იქნა მოკვლეული ინფიცირებულის კონტაქტები. დადგინდა 12 კონტაქტი, აქედან 2 ინფიცირებულის მეუღლე და შვილია, რომლებიც იმავე სამსახურში მუშაობენ, 8 ინფიცირებულის თანამშრომელია, 1 შვილის მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ოჯახთან არაერთგზის შეხება და 1 ტაქსის მძღოლი, რომელმაც მოახდინა ინფიცირებულის მეუღლის ტრანსპორტირება ქუთაისში. 11 ადამიანი გადაყვანილი იქნა სასტუმრო ლეგენდს სპა რესორტის საკარანტინე სივრცეში, ხოლო 1 თანამშრომელი, რომელსაც აქვს პირობები საკუთარ სახლში, დაიცავს თვითიზოლაციას 2 კვირიანი ვადით.- განმარტავს დეპუტატი.

 

ცოტნე ზურაბიანის განმარტებით განხორციელდა ინფიცირებულის კერძო ბინის, კორპუსის სადარბაზოს და 3 მაღაზიის დეზინფექცია, სადაც როგორც გაირკვა იმყოფებოდა ინფიცირებული.

 

მისივე თქმით, წყალტუბოს ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩაუტარდა თერმო-სკრინინგი ინფიცირებულის სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელს, შესაბამისი მაღაზიების თანამშრომლებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანარჩენი სადარბაზოების თერმო-სკრინინგი, რომელიც ჯამში 50-მდე ადამიანს ჩაუტარდება.

 

ხვალინდელ დღეს იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგები 12-ვე კონტაქტში მყოფ პირს აუღებენ ნაცხს ვირუსზე. სტაციონარიდან გაეწერა სოფელ ფარცხანაყანევში მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც დანარჩენი 3 გამოჯანმრთელებულის მსგავსად დაიცავს ორკვირიან თვითიზოლაციას.“- აღნიშნავს დეპუტატი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია