დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
ქუთაისში ავტოქარხნის მაჟორიტარი მოქალაქეების ტრანსპორტირებას პირადად უზრუნველყოფს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/04/22 17:43:55

 

 

ქვეყანაში შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ეკონომიური მდგომარეობა გააუარესა. ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი,  ადგილობრივ მედიას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვე.  შუახნის მამაკაცი ზურაბ ქაჯაია ქუთაისში ხარებავას #5 ნომერში ცხოვრობს.   მან სულ ახლახანს გაიკეთა გულის ოპერაცია და სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებისა თანხა არ აქვს.  მთავრობის ცხელ ხაზზე დარეკვას  კი ვერ ახერხებს.


„სამჯერ ნაინსულტარი ვარ, ახლახან გავიკეთე სტენდირება და ნაღველის ოპერაცია. ოჯახში მხოლოდ მეუღლე მუშაობდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და შექმნილი ვითარების გამო, მოძრაობა გაჩერებულია და ვერ დადის. 10 კილომეტს როგორ გაივლის ფეხით ყოველდღე. ამ დროისთვის კი  საარსებო მინიმუმიც არ მაქვს. ერთი კვირაა მთავრობის ცხელ ხაზზე ვრეკავ და სულ დაკავებაა, იქნებ დაგვეხმაროთ, რომ ვინმეს ხმა  მივაწვდინო”- განაცხადა ზურაბ ქაჯაიამ.


 ჩვენ ავტოქარხანის მაჟორიტარს, მერაბ კვიცარიძეს დავუკავშირდით და მისი ამომრჩევლის პრობლემა გავაცანით.  კვიცარიძემ აღნიშნული  საკითხი  გულთან მიიტანა და მალევე ესტუმრა  ქაჯაიების ოჯახს, რათა სიტუაციას ადგილზე გაცნობოდა. მაჟორიტარი თვითონვე დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ზურაბ ქაჯაიას ნაზარიშვილის სახელობის პირველ  პოლიკლინიკაში ყველა ამბულატორიულ კვლევას  უფასოდ ჩაუტარებდა და ერთჯერადი დახმარების მიღებაშიც დაეხმარებოდა.

 

„მიუხედავად იმისა,რომ ზურაბ ქაჯაია აღრიცხვაზე სხვა საავადმყოფოშია, ყველა საჭირო გამოკვლევას უფასოდ ჩავუტარებ, ტრანსპორტირების საკითხსაც პირადად ვუზრუნველყოფ“ -განაცხადა კვიცარიძემ


სტატიის გამოქვეყნებამდე ზურაბ ქაჯაის კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და მისი მაჟორიტარის დაპირება გადავამოწმეთ. ქაჯაიას თქმით, ბატონმა მერაბმა მას სახლში ძალიან ოპერატიულად მიაკითხა, კლინიკაში გადაიყვანა და  ერთჯერად განცხადებაზეც მოუწერა ხელი, რომელსაც უახლოეს დღეებში დაურიცხავენ.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მერაბ კვიცარიძე, როგორც მაჟორიტარი, აქამდეც უკვე სამჯერ დაეხმარა ბატონ ზურაბ ქაჯაიას და უფასო სამედიცინო დახმარება გაუწია . 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია