დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
გლდანში დევნილების საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/22 14:32:18

 

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ.  ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.


დევნილთა საცხოვრებელ  შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID19 ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, კორპუსის მაცხოვრებლები თვითიზოლაციაში  იმყოფებოდნენ.  ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ,  მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ამ დროისთვის,  აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები თვითიზოლაციიდან უკვე მოიხსნენ.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია