საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
17 აპრილიდან ქვეყანაში იკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/16 22:48:54

 

 
დღეს საქართველოს პრემიერის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ  და განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში იკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება.


„რეკომენდაციების მიუხედავად, ვხედავთ, რომ მოძრაობა საკმაოდ ინტესიური რჩება. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ, არ არსებობს უფრო ეფექტური საშუალება, ვებრძოლოთ Covid 19 -ს, ვიდრე - სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ მთავრობა კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ.

ხვალ 17 აპრილს, დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადადგილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთისთვის საქართველოში კორონავირუსის 348 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 76
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია