საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/14 20:56:40

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. პრემიერის თქმით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

 

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, იქნება გამონაკლისებიც.

"აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ცხელ ხაზს - 144-ს",- განაცხადა გახარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია