დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, თანამდებობა დატოვა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/04/08 14:18:31

ქუთაისის მერმა,გიორგი ჭიღვარიამ დღეს თანმადებობა დატოვა.

 

შიდა კულუარული ინფორმაციით, მან ეს გადაწყვეტილება პარტიული ზეწოლით მიიღო. ოფიციალურად კი, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მერის ამ გადაწყვეტილების მიზეზი და სად ვიხილავთ მას მომავალში. არაოფიციალური წყაროს ცნობით მას თანამდებობას სთავაზობენ აკაკი წერეთლის უნივერიტეტში, რომლის პროფესორიცაა.

 

მერის მოვალეობას მის მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

 

“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!” – განცხადებას მერიის პრესცენტრი ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

ავტორი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია