საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი მფლობელი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/31 21:27:35

 

 

 31 მარტს, საქართველოს  რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესმისი  სახელობის პრემიის პირველი  ლაურეატი გამოვლინდა.

 

პრემია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური  კვლევების  მიმართულების  ხელმძღვანელს,   პროფესორ დავით ყოლბაიას მიენიჭა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი:

დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე, მისი თაოსნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს აღვნიშნავთ.

2019 წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საქართველოს მთავრობამ დააწესა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის. პრემია, რომელიც ყოველწლიურად   სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაიცემა, მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, კულტურის, ხელოვნების მიმართულებებით.

ვულოცავთ ბატონ დავითს და მადლობას ვუხდით იმ შრომისათვის, რასაც იგი ქართველოლოგიის განვითარებისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი რეპუტაციის განმტკიცებისათვის ეწევა.“

 

 

2019 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად  დაწესდა  ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია

ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვისრომელიც  ყოველწლიურად   სწორედ ზვიად  გამსახურდიას დაბადების დღეს,  31 მარტს გაიცემა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-მა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ჩაატარა, რომლის    მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

 

საკონკურსო კომისიის  წევრები  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო ინსტიტუტების  აკადემიური, სამეცნიერო  პერსონალის წარმომადგენლები,  ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწე   ცნობილი მეცნიერები  იყვნენ.

 

გამარჯვებულს  გადაეცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 284
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია