საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის გამო, ქუთაისში 18 საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/31 21:04:50

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესაბამისად,  მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქუთაისში დღეს 18 საკონტროლი პუნქტი მოეწყო. აქედან 9 პუნქტი ქალაქის შესასვლელებშია, დანარჩენი კი ქალაქის ტერიტორიაზეა მოწყობილი.


საკონტროლო პუნქტებში პოლიციისა  და სამხედრო ძალების წარმომადგენლები და  მედიკოსები იმყოფებიან, რომლებიც მოქალაქეებს შეამოწმებენ.

პოლიციელები ავტომობილებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებენ და შესაბამის რეკომენდაციებს აცნობენ.

 

დღესვე ქუთაისის შემოსასვლელებში არსებული საკონტროლო-გამშვები  პუნქტები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ, დიმიტრი მხეიძესთან ერთად მოინახულა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.


როგორც იცით, 31 მარტის 08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. შსაბამისად, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები.


„ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეები დაემორჩილნონ კარანტინის დროს მოქმედ წესებს, მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება და დარჩნენ სახლებში. ქუთაისის ყველა შემოსასვლელში მკაცრად გაკონტროლდება ქალაქში მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსებით შემოსული ყველა მგზავრი. ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან ახლა დგას ჩვენი ქვეყნის პოლიცია და თავდაცვის ძალები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ პირნათლად. მთავარია, დავემორჩილოთ წესებს! “- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.


მოქალაქეებს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს ე.წ. „კომენდანტის საათი“, დროის ამ მონაკვეთში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 79
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია