დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/23 01:00:05

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხვალიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება.

 

ორივე მუნიციპალიტეტში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი, აფთიაქებისა და სურსათის მაღაზიების გარდა. შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იკრძალება გადაადგილება იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. საგანგებო წესრიგს პოლიცია დაიცავს. მარნეულში ასევე ამოქმედდება საველე ჰოსპიტალი.


კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რადგან 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ კლინიკაში იყო მოთავსებული.

„კლინიკა დღეის მდგომარეობით სრულად კარანტინის რეჟიმზეა გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

 

„ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა, ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“,- განაცხადა გახარიამ.

 

მარნეულში 62 წლის ქალს, რომელიც ორმხრივი პნევმონიით ჯეოჰოსპიტალსის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში ოთხი დღის წინ მოათავსეს, კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მისი ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაზე ამ დროისთვის 86 კონტაქტია დადგენილი. მისივე ინფორმაციით, კონტაქტები უფრო მეტია. ინფიცირებული ქალი მარნეულში სარიტუალო ღონისძიებასაც ესწრებოდა.

 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევაა, მათ შორის ბოლო ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია - 8 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 3254, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233 პაციენტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია