საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
კორონავირუსისგან დღეს კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/22 23:20:23

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




"სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს... და ახლა, დღეს საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატნენ ახალი გამოჯანმრთელებულები", - განაცხადა ენდელაძემ და დასძინა, რომ სულ 5 გამოჯანმრთელებული გვყავს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე მიიღეს უარყოფითი პასუხი, მაგრამ მათ ხვალ კიდევ ჩაუტარებენ განმეორებით ტესტირებას.

შეგახსენებთ: ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ვირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა. საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა გამოვლენილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია