საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
ქუთაისში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა დასახმარებლად იმერეთის გუბერნატორს მიმართეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/13 10:48:52
ქუთაისში, სასტუმრო "მწვანეყვავილა"-ში გაიმართა იმერეთის ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა, სასტუმროების ხელმძღვანელთა შეკრება, სადაც ისაუბრეს იმ ურთულეს მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია.მათ მოამზადეს სპეციალური მიმართვა იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის სახელზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 
"იმერეთის გუბერნატორს, ბატონ ზვიად შალამბერიძეს
მიმართვა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული პანდემიის საფუძველზე, სახელმწიფოებმა მიიღეს კონკრეტული ზომები მოქალაქეების გადაადგილების შესაზღუდად. შექმნილი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ტურისტულ ბიზნესთან. რაც გულისხმობს ტურისტული სეზონის ჩაშლის რეალურ საფრთხეს ჩვენს რეგიონში, უკვე გაუქმებულ ჯავშნებს და შესაბამის ფინანსურ ზარალს.

ყოველივე ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ბიზნესის მდგრადობას და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უნარს. გთხოვთ მოახდინოთ სწრაფი რეაგირება ჩვენს თხოვნაზე და გვიშუამდგომლოთ ეკონომიკის მინისტრთან, რათა არ მოხდეს სავალალო შეუქცევადი პროცესების დაწყება ტურიზმში მოღვაწე მეწარმეებისათვის და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც ეს ბიზნესი წარმოადგენს შემოსავლის ერთადერთ წყაროს.

ჩვენი მოთხოვნებია:
· სესხების გაყინვა მომდევნო სეზონის დაწყებამდე. ტურიზმის სეზონურობიდან გამომდინარე შეუძლებელია მოკლე დროში ფინანსური ზარალის აღმოფხვრა.
· ასევე ვითხოვთ სახელმწიფო გადასახადებზე შეღავათებს.
· საერთო გზების გამონახვა დასაქმებული ადამიანების ღირსეულად უზრუნველყოფაში კრიზისულ მომენტში.
იმედს ვიტოვებთ სახელმწიფო დროული და აქტიური ჩართულობით შეძლებს კერძო სექტორში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას."
წერილს ხელს აწერენ იმერეთის რეგიონში ტურიზმის დარგის წარმომადგნლები.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია