დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა გიდებისთვის, COVID-19 კორონავირუსის შესახებ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/07 22:13:00

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ (ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი)  სპეციალური განცხადება გაავრცელა COVID-19 კორონავირუსის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ!


კორონავირუსმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს და ის შეიძლება, მომდევნო რამდენიმე თვეს ან წელსაც გაგრძელდეს.

ტურისტული გიდები განსაკუთრებული საფრთხის წინა პლანზე დგებიან, რადგან ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღებულობენ ვიზიტორების მნიშვნელოვან ნაწილს და შეხება აქვთ სხვადახვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებთან.. .

 

გიდები ასევე განსაკუთრებით დაუცველი არიან ტურისტული ბაზრის რყევებისგან და ჯავშნების გაუქმება სავარაუდოდ, იმოქმედებს მათ შემოსავლებზე.

 

 

ჩვენ გვესმის, რომ ტურისტული გიდები ძალიან შეშფოთებულნი არიან მათი ჯანმრთელობის, მათი კლიენტების ჯანმრთელობასა და ვირუსის გავლენის მასშტაბებზე.

ამ მიზეზით ჩვენს წევრებს და არაწევრ გიდებს მოვუწოდებთ, დაიცვან რამდენიმე მარტივი მითითება

თქვენი ჯანმრთელობისა და სხვების დასაცავად:

 

1. ხელები ხშირად დაიბანეთ საპნით და წყლით, ან ალკოჰოლის შემცველი ხელის ჟელეთი, რომელიც თან უნდა იქონიოთ ჩანთაში, ასევე ყოველთვის დაიბანეთ ხელები, როდესაც დაბრუნდებით სახლში ტურიდან.

 

2. ტურის დაწყებამდე, დარწმუნდით რომ თქვენი ტურისტული ავტობუსი ან სხვა ტიპის ტრანსპორტი დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

 

3. თან იქონიეთ , პირპადეები და თუ თქვენ ან ჯგუფის რომელიმე წევრს შენიშნავთ გაციების ნიშნებს მიაწოდეთ დაუყოვნებლივ.

 

4. თუ, თქვენ ან თქვენი ტურისტი ტურის დროს შეუძლოთ გახდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტს ან დახმარებისთვის განახორციელთ სატელეფონო ზარი - 112 .

 

5. რისკჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, სთხოვეთ წარმოადგინონ COVID-19 კორონავირუსის არ არსებობის დამადასტურებელი საბუთი.

 

6. ჯავშნის გაუქმების დროს ნუ იქნებით ხისტები და შესთავაზეთ ჩარიცხული თანხის დეპოზიტზე დატოვება .

 

7. მჭიდროდ ითანამშრომლეთ ტურ-ოპერატორებთან და ტურისტებთან, რათა შეძლოთ ერთად იპოვოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

 

8. ინფორმაციისთვის გამოიყენეთ ოფიციალური წყაროები, თვალი ადევნეთ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაცემულ სარეკომენდაციო და საინფორმაციო წერილებს და არ ენდოთ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ საეჭვო ინფრომაციებს.

 

9. დაიმახსოვრეთ, რომ სანამ აზიის და ევროპის ბაზრის ნაწილი მკვეთრად დაზარალდა ვირუსით, სხვა ბაზრები, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთის, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრები, ძირითადად, არ არის დაზარალებული.

 

10. ნუ განასხვავებთ გარკვეულ ეროვნებებს, ვირუსი ეროვნების ნიშნით არ გადადის !

 

 იყავით გონივრული თქვენს მოლოდინში და ნუ შეგეშინდებათ !..

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია