დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/03/07 21:25:19

ქუთაისში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

 

ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და ხელისუფლებს მოუწოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მებრძოლი გუნდის დევნა შეწყვიტოს.

 

„აქ შევიკრიბეთ, რათა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენი პოზიცია და ვუთხრათ რომ ძალიან ცუდად იქცევა.

თუ ჩვენ დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გამოვუცხადებთ სოლიდარობას, ხელისუფლება ჩათვლის, რომ ამ ყველაფერს შევეგუეთ.

არა ბატონებო, ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ, რადგან 21-ე საუკუნეა და მსგავსი ქმედებები მიუღებელია,“ –  განაცხადა ჟურნალისტმა ია იაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 6 მარტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8-საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია