დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კარანტინში მყოფ პირებზე - „მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/01 16:43:42


ჩინეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადიან.


ცენტრის დირექტორის, მიშა ქამუშაძის განცხადებით აღნიშნული პირები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ.


„მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით, არცერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი, თავს კომფორტულად გრძნობენ“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე.


დღევანდელი მონაცემებით სასტუმროში 31 პირი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან 3-მა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით, დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია