დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ხაბეიშვილი ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/24 21:17:48

ზურაბ ხაბეიშვილი - ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების  ახალი პრეზიდენტი

 

ქუთაისელი ექიმი ზურაბ ხაბეიშვილი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. ხაბეიშვილის კანდიდატურას ასოციციის ყველ წევრმა მხარი  ერთხმად დაუჭირა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკური სამედიცინო გაერთიანების პრეზიდენტი რეგიონის წარმომადგენელი გახდა.

 

ორთოპედ ტრავმატოლოგთა საზოგადობა 1991 წელს   ჩამოყალიბდა. აღნიშნული ასოციაციის  მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებასა და  უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებას.

 

„საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა  საზოგადოება ფაქტიურად დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების   პარალელურად შეიქმნა .  ასოციაცია ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს პრეზიდენტს,რომელიც ნომინალური თანამდებობაა და არანაირ მატერიალურ საფასურს  უკავშირდება.

 

 პრეზიდენტის ევალება კონფერენციების დაგეგმვა,  კავშირების დამყარება ამერიკის,   ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, დარგის წამყვანი სპეციალისტების მოწვევა, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების გაწევა და  მათი საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამებში  ჩართვა. ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი დარგის კიდევ უფრო განვითარებას და მიხარია, რომ ასოციაციის ეგიდით ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ვიქნები“-განაცდახა ზურაბ ხაბეიშვილმა

 

შეგახსენებთ,ზურაბ ხაბეიშვილი არის  ცნობილი  ტრავმატოლოგი, რომელსაც პრაქტიკულ მედიცინაში მოღვაწეობის   30 წლიანი გამოცდილება აქვს.   გაკეთებული აქვს  სხვადასხვა სირთულის 10 000 მდე  ოპერაცია.  ამჟამად  მუშაობს  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, არის   ძვალ-სახსართა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია