საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დატოვე პარლამენტი ქუთაისში!
პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/22 13:50:00

დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან,  საპროტესტო აქცია გაიმართა.  სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორმა და ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 


 

აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია. „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ -ს აქტივისტების განცხადებით,ისინი მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს დაუჭერენ მხარს,  რომლებსაც   საარჩევნო პროგრამაში პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის პუნქტი  ექნებათ ჩადებული.

 

„ვთვლით, რომ  ეს გადაწყვეტილება   დიდი შეცდომაა. ხელისუფლებამ ქუთაისი უკვე რამდენჯერმე მოატყუა. სამოქალაქო აქტივისტები  აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას, იმისათვის, რომ ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი აღიდგინოს და ქართულ სახელმწიფოში  მისი შესაფერისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.  ახლოვდება საარჩევნო კამპანია და ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ პარტიებს, ვის საარჩევნო პროგრამაშიც პრიორიტეტი  პარლამენტის უკან დაბრუნება იქნება“-განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

 

მკვეთრი განცხადებები გააკეთეს ასევე  „გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისს  პარლამენტის გადატანით სასიცოცხლო  მნიშვნელობის ობიექტი წაართვა. ხელისუფლებამ ქუთაისელებს ბევრი ფსევდო დაპირება მისცა და ქალაქის განვითარების შანსი წაართვა. „ეს გადაწყვეტილება გამოხატავს „ქართული ოცნების უუნარობასა და უპასუხისმგებლობას. ჩემთვის უბრალოდ, გაუგებარია რატომ არის ბიძინა ივანიშვილისათვის ქუთაისი განსაკუთრებულ მტერთა ნუსხაში შეყვანილი ქალაქების რიცხვში.  ალეგორიული შედარება, რომ გავაკეთო მისი ეს დამოკიდებულება  „მაოხრებელი მკვდრის“ საქციელს ჰგავს. ქართულ ოცნებას სურს  ქუთაისს გადარჩენის შანსი მისი წასვლის შემდეგაც არ დაუტოვოს.“- განცხადა გიორგი თევდორაძემ

 

  პარლამენტის შენობის გაყიდვის  შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის პრემიერმა დაუდასტურა.

 

 შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა უკვე დაკონსერვებულია.  საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია