საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში არასრულწლოვანმა ვაჟმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/22 00:51:15

საჩხერეში, სოფელ ჭალაში, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა. 51 წლის გელა კოპაძის გვამი მეზობლებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იპოვეს.

 

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდმა მამაზე შური საყვედურის გამო იძია. როგორც ისინი იხსენებენ, გარდაცვლილმა შვილს განვადებით ტელეფონი გამოუტანა, რომელიც მოზარდმა დაალომბარდა. ამის გამო მამამ შვილს შენიშვნა მისცა. რამდენიმე დღის შემეგ მოზარდმა მამას ეს ფაქტი გაუხსენა და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა.

„ეს ბავშვი მოწეული იყო თუ მთვრალი, არ ვიცი. მანამდე არაფერი შემიმჩნევია, ობლად გაზრდილი ბავშვია, მამამ გაზარდა და დედინაცვალიც კი არ მოუყვანა. 10 წლის გარდაცვლილი ყავს დედა. უნიჭიერესი ბავშვი იყო არაფერი შემიმჩნევია. ცუდი ურთიერთობა მამა-შვილს არ ჰქონია, ხელისგულზე ატარებდა. გააბრუა ამ მოწევამ თუ რა ქნა, არ ვიცი. ღამის ორ საათზე მოუკლავს მძინარე საწოლში და გვამი სარდაფში გაუთრევია", - ამბობს მოკლულის ბიცოლა მარეხი პაპიძე.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 84
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია