დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
11 ინიციატივა ქუთაისს - პროექტის პრეზენტაცია
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/20 16:19:30

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ფარგლებში ქუთაისის განვითარების 11 ინიციატივა   წარადგინა.  პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში,  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.  ღონისძიებას „სტრატეგია აღმაშენებელი“-სა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ადგილობრივი გუნდის წევრები  ესწრებოდნენ.

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“-ს პროექტის მიხედვით ქუთაისი დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრად მოიაზრება, სადაც უნდა აშენდეს: კავკასიაში ყველაზე დიდი  კონგრეს ჰოლი, ახალი IT ქალაქი, სპოტრული ქალაქი,  დასავლეთში ყველაზე დიდი დასასვენებელ-გასართობი პარკი, 2 ინდუსტრიული პარკი, ბრენდული სასტუმროები და ინტერაქტიული მუზეუმი.

 

ასევე, იგეგმება პარლამენტის უკან დაბრუნება; ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია; ქუთაისიდან  3საათიან საფრენ  რადიუსში მდებარე ქალაქებთან პირდაპირი რეისებისა და  სწრაფი სამგზავრო მატარებელის დანიშვნა;

 

გიორგი ვაშაძის თქმით, ქუთაისს აქვს რესურსი, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს  განვითარების ცენტრი იყოს, ამისათვის კი ქალაქის განვითარება და   დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა საჭირო.   როგორც ვაშაძემ აღნიშნა  „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს შეუძლია ბევრი  სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. მათ არამარტო ქუთაისის, არამედ მთელი  ქვეყნის განვითარების სტრატეგია აქვთ შემუშავებული და მის განხორციელებაში ხელს დღევანდელი ხელისუფლება უშლის.

 

„ჩემს უკან არის პარლამენტი, რომელიც ახლა ერთი მიტოვებული შენობაა და გარშემო ყველაფერი   გავერანებულია.   დღეს ჩვენ  ჩამოვედით  და ფიზიკურად ვნახულობთ პარლამენტის უკან  დაბრუნების გარდა კონკრეტულად  რა შეიძლება გაკეთეს ქუთაისში. სად უნდა აშენდეს კონგრეს ჰოლი, სად უნდა იყოს Iთ ქალაქი, ინდუსტრიული პარკები, როგორ უნდა განვავითაროთ დეტალურად ქუთაისი და იმერეთი. ჩვენს ჯგუფთან ერთად ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ. რეალურად ქუთაისი   დღეს დასავლეთ საქართველოს  განვითარების ფუნდამენტია და რეგიონის გამოცოცხლება თუ გვინდა ამ ქალაქს უნდა მიეხედოს.

 

ზოგადად საქართველოს  დიდი პერსპექტივა აქვს და ამას ეღობება ქართული ოცნება. 4 აპრილს 16:00 საათზე  უნდა შევიკრიბოთ სწორედ ამიტომ, რომ საქართველოს ეს წინაღობა მოვხსნათ.  სამუშაო ადგილებს ძალიან ბევრს შევქმნით თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე  ფიქრობს. ამ პროექტს ჩვენ უფრო დეტალურად დავამუშავეთ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში ჩვენ საქართველოს განვითარების სრული გეგმა გვაქვს გაწერილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი არის ადამიანების გაერთიანება, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმისათვის რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი კარგად იგრძნოს.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია