დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 4თვიანი სახელფასო დავალიანების მოთხოვნით, კომპანია "ქუთექსის" თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამარათეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/13 12:07:12

 

ქუთაისში სამკერვალო კომპანია "ქუთექსის"ყოფილმა თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს,ისინი 4თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ,მათივე თქმით კომპანია 8თვეა დაიხურა და  ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნა ამ დრომდე არ დაუკმაყოფილდათ.

 

"ვარ "ქუთექსის"თანამშრონელი,ვითხოვთ ჩვენს ნამუშევარს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაძლევენ, დაიკეტა მოულოდნელად. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ არანაირი შეხმიანება არ ყოფილა.შევიტანეთ უკვე სარჩელი ერთი კვირაა და მოვითხოვთ გადაწყვეტილებას, ავიღებთ თუ არა ამ თანხას.მეპატრონე არის თურქი და პირადი საუბარი არ გვქონია იმიტომ, რომ ჩვენთან არ ჩამოდის, ტელეფონს თიშავს,უხეშად რომ ვთქვათ, მოგვიშორა თავიდან "- ამბობს კომპანიის თანამშრონელი შორენა კოჩაძე.

 

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება" სოლიდარობას უცხადებს "ქუთექსის"თანამშრომლებს, რომელიც გამომდინარეობს ძალიან სამართლიანი მოთხოვნიდან,დაჩქარდეს მათი სარჩელების განხილვა.მათი სარჩელები ხელფასების მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე 7თვეა, უძრავადაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში."_ ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ხელმძღვანელი.

 

ირაკლი მხეიძის თქმით, ამ პროცესის პარალელურად, მოხდა სხვა საქმის სამ თვეში  განხილვა. ხელოვნურად ხდება "ქუთექსის" გაკოტრება და ამაში ჩართულია მისივე ადმინისტრაცია.

 

"ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის განხილვა,რომელზეც უკვე დაწყებულია აღსრულება. კომპანია ცდილობს, ხელოვნურად გააკოტროს "ქუთექსი",ამაში ჩართულია ადმინისტრაცია და ისინი ცდილობენ, იძულებით აღსრულების დროს  აუქციონზე არაადეკვატურად იაფად შეიძინონ თავისივე ქონება და ამ ადამიანების ქონება დარჩეს აღუსრულებელი.ამავე დროს, კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, რომ აღარ აქვთ სახელფასო ანაზღაურების შესაძლებლობა."- აღნიშნავს ირაკლი მხეიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია