დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილების საპროტესტო აქცია
სანატორიუმ „გეოლოგში“ მცხოვრები დევნილები აქციების მოწყობითა და ახლაშენებულ ბინებში შეჭრით იმუქრებიან
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/12 17:41:14

წყალტუბოში, სანატორიუმ „გეოლოგში“ მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. მათ სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ახალ საცხოვრებელ ფართებს ქულათა სისტემის მიხედვით მიიღებენ. დევნილების განცხადებით, აქამდე მთავრობა მათ, როგორც ნგრევად შენობაში მაცხოვრებლებს, უპირობო გაყვანას ჰპირდებოდა,  ახლა კი გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი კანონმდებლობით, დევნილების განსახლება ქულების მიხედვით მოხდება.


 „სამხარაულის დასკვნაც არსებობს, რომ შენობა ნგრევადია. გვპირდებოდნენ სრულ გაყვანას, ახლა კი ისევ ქულების სისტემაო. ყოველ დღე იმედით შევყურებდით წყალტუბოში, ჩვენ თვალწინ, ბინები როგორ შენდებოდა, ახლა კი იქ სხვები უნდა შეასახლონ, ეს უსამართლობაა“- ამბობს  სანატორიუმის ერთ-ერთ მაცხოვრებელი აბელ მამარდაშვილი. 

 

დევნილების პროტესტს  დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში პასუხობენ. დავით ჭეიშვილი განმარტავს, რომ  დევნილებზე ბინების გაცემა  გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება. პირველ ეტაპზე  ორ ახალ აშენებულ ბინაში იმ ოჯახებს შეასახლებენ,რომლებიც უფრო მძიმე პირობებში ცხოვრობენ. 2021 წელს კი   წყალტუბოში კიდევ 410 ბინის  აშენება  იგეგმება და დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად მიენიჭებათ დამატებითი ქულები, რაც მათზე ბინების გაცემის ალბათობას გაზრდის. 

 

 „ ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა,მათი განსახლება არის,რომელიც აუცილებლად მოხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებიც, რომლებსაც საერთოდ ჭერი და საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

 

უპირობოდ, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ბინების გაცემა ვერ მოხერხდება.წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად მიენიჭებათ დამატებითი ქულები, რაც   მათზე ბინების გაცემის ალბათობას გაზრდის ."- განაცხადა  დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ტერიტორიულ სააგენტოს იმერეთის  დირექტორმა ,დავით ჭეიშვიმა.

 

 სანატორიუმ „გეოლოგში“ მაცხოვრებელი დევნილები  აქციების მოწყობითა და ახლაშენბულ ბინებში შეჭრით იმუქრებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია