საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დავით აღმაშენებლის დღე საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს (WIDEO)
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/02/08 16:00:08

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.


  • ქუთაისის მერიის ორგანზიებით ,,დავითობის" აღნიშვნა დილის 10 საათიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყო.  შემდეგ კი გელათის მონასტერში საზეიმო წირვა გაიმართა. წირვა-ლოცვა ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა,  მეუფე იოანემ აღავლინა.
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა’’ მოეწყო,
  •  ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმში - ფოტო-გამოფენა შედგა ,,დავითობის აღნიშვნა ქუთაისში."  
  • დღესვე -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან კუპრაშვილმა საჯარო ლექცია ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი’’ჩაატარა, ხოლო  .ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია