დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაფანყურში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/27 00:17:35

 

 

 

ლაფანყური საქართველოს  ერთ-ერთი თვალწარმტაცი სოფელია. ის ფშაველებითაა დასახლებული.

ლაფანყური ის სოფელია, სადაც წლების წინ იგეგმებობა და როგორც მოსახლეობა ამბობს მომავალშიც იგეგმება ჰესის მშენებლობა!


სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მკაცრად აპროტესტებს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამომავლოდ ჰესის აშენებას.


-სისხლიც რომ დაიღვაროს, ჩვენ არავის მივცემთ აქ ჰესის მშენებლობის უფლებას.  ვფიქრობთ, რომ დიდ საფრთხეს შეუქმნის სოფლის მოსახლეობას. წალეკავს მთელ სოფელს, დაბინძურდება ჰაერი.


ლაფანყურში ჰესის მშენებლობა ადრე არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ. დიდ-პატარა გამოვიდა კარვებით, ბავშვები ღამეს ათევდნენ, რათა ჰესის მშენებლობა არ დაწყებულიყო, მოსახლეობა დღესაც იგივე პოზიციას ინარჩუნებს.


ლაფანყური ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია საქართველოში. ის კახეთში  მდებარეობს, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლოპოტას მარცხენა სანაპიროზე გაშენებულ სოფელს გარს კავკასიონის მთები აკრავს -  დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყორიოღალი, ასევე პატარა ანდარაზანი და სხვა.


სოფელი ლაფანყურის მოსახლეობის 99 % ფშაველია, ასევე მთიდან ჩამოსახლებული სხვა კუთხის წარმომადგენლები. აქაური მოსახლეობა ყოველწლიურად აღნიშნავს ვაჟაობას, კვირაცხოვლობას და სხვა სახის დღესასწაულებას. სოფლის გარშემო უამრავი სალოცავია.


სოფელი ლაფანყური მდიდარია სოფლის მეურნეობით, ვაზის განსაკუთრებული ჯიშებით.  აქ განვითარებულია მეცხოველეობა. განსაკუთრებით ცნობილია თეთრი მარმარილოთი, რომელიც  თავისი თვისებებით  უნიკალურია (ლოპოტას ხეობა).


უძველესი და უნიკალური სიმდიდრეების მქონე მთის ხალხი ამბობს, რომ არასოდეს არავის მისცემს აქ ჰესის მშენებლობის უფლებას.


 

მანანა ლეშკაშელი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია