დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის სასწავლო კურსი
კარდიოლოგი ქეთევან ჯუღელი ქუთაისში გიდების, სასტუმროებისა თუ ჰორეკას სექტორისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების საკითხებზე ტრენინგს გამართავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/22 13:37:58

 

 

„ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრი“  აგრძელებს სასერთიფიკატო  სასწავლო კურსებს ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის და  2020 წლის 15 თებერვალს გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე: „გადაუდებელი პირველადი დახმარების ძირითადი ასპექტები“.


ტრენინგი გაიმართება ქუთაისში, დილის 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე:  პრესის სახლი, მე-4 სართული, მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს საკონფერენციო დარბაზი.


ტრენინგს წარმართავს კარდიოლოგი, ოჯახის ექიმთა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მასწავლებელი, ქალბატონი ქეთევან ჯუღელი.  


გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.


ტრენინგის ძირითადი თემატიკა ასეთია:

Ø პირველი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს: ტრავმები, მოტეხილობები, ჭრილობები, სისხლდენა; თერმული დამწვრობა; მოყინვა; მწვავე მუცელი; გველის, ტკიპის, ძაღლის და სხვა ცხოველების ნაკბენი, ადამიანის ნაკბენი;

Ø პირველი დახმარება გულის შეტევის, კოლაფსის, გულისწასვლის დროს;

Ø  ,,როცა ყოველი წუთი ძვირფასია“- გულ-ფილტვის რეანიმაცია- პრაქტიკული სწავლება;

Ø პირველი დახმარება ნერვული სისტემის დაავადებების დროს;

Ø შოკი; 

Ø ელექტროტრავმა,

Ø უცხო სხეული ყურში;

Ø  უცხო სხეული სასუნთქ გზებში;

Ø ინტოქსიკაცია;

Ø ტრანსპორტირება;

Ø ექსტრემალური სიტუაცია და პირველი დახმარება

Ø პოსტ-ტესტი


კურსის მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ყავისა და ლანჩის შესვენება

 

სასწავლო კურსის ღირებულებაა 70 ლარი.


რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით მობილურზე 599107794 (ნატო)

მოგვწერეთ ფოსტაზე: rtdc202020@gmail.com


 თანხა უნდა ჩარიცხოთ  მაქსიმუმ 12 თებერვლამდე, შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი, კოდი BAGAGE22 

მიმღები: შპს „ქიმერიონი“ ( ს/კ 412696042)

ანგარიშის ნომერი:  GE07BG0000000785548200

დანიშნულებაში მიუთითეთ - ტრენინგის ღირებულება.


ჩვენი ადრინდელი თუ დაგეგმილი აქტივობები კი შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენსავე ფეისბუქგვერდზე Regional Tourism Development Center

https://www.facebook.com/Regional-Tourism-Development-Center-103877937810278/?modal=admin_todo_tour

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია