დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჰასიბე - ქართული კულტურის დესპანი თურქეთში: "მაჭახელაში ყველა ქართველად დაიბადა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/21 15:31:59

 ,,ცხოვრება კულტურის გარეშე უსახურავო სახლს ჰგავს. მჯერა რომ ჩვენი ლამაზი ქართული კულურა კიდევ უფრო გაცოცხლდება!“ - ეს სიტყვები ჰასიბე ოზქან ნარეგვაძე-კიკნაძეს ეკუთვნის, შეიძლება თამამად ითქვას, ეს ლამაზი ქალბატონი ქართული კულტურის ერთ-ერთი დესპანია თურქეთში! უფრო ვრცლად მის შესახებ, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

- გაგვეცანით, ქალბატონო ჰასიბე.

-მე  ვარ ჰასიბე ოზქან ნარეგვაძე-კიკნაძე. 1960 წელს ქ. ართვინის ბორჩხის რაიონის თურქეთის პირველი ბიოსფერის სარეზერვო ტერიტორია მაჭახელაში დავიბადე. სკოლა მაჭახელაში დავამთავრე. 1973 წელს სტამბოლში საცხოვრებლად ჩამოვედი. დიდი დროით საოჯახო კომპანიაში ვიმუშავე. პროფესიით ვარ  დიზაინერი.  მყავს მეუღლე და  ერთი ქალიშვილის და ერთი ვაჟიშვილის დედა ვარ. თავს იღბლიანად ვთლი.

 

- ქართული ენა როდის და როგორ ისწავლეთ?

-მაჭახლელი რომ ვარ ჩემი ,,დედა ენა“ მაინც ქართულია. მაჭახელაში ყველა ქართველად დაიბადა. ჩვენ თურქული დასაწყისი კლასებში ვისწავლეთ. მაჭახელაში ყველად ქართულად ლაპარაკობს.

 

- მოგვიყევით მაჭახელას კულტურის შესახებ.

-ამბობენ, რომ ქართველები მსოფლიოში ულამაზესი ეროვნებაა. მაჭახელელები ადათ-წესებს და ტრადიციებს ძალიან აფასებენ, კულტურას აცოცხლებენ, სუფთა და ჭკვიანი ხალხია.  მაჭახელელების შესახებ  მეზობელ რაიონებში მცხოვრები ხალხი ამბობს - „მაჭახელელები დაბადებიდან უნივერსიტეტდამთავრებულები არიანო“. გამოირჩევიან ცხოვრების სუფთა წესით და ჩაცმის კულტურით, არიან სანიმუშო სტუმართ-მასპინძლობით.

- როგორც ვიცით თქვენ ჭოროხის ხეობის ბორჩხელების ასოციაციაში ქართული ენის კურსებს ატარებთ, მოგვიყევით ცოტა რამ...

-დიახ, „ჭოროხის ხეობის ბორჩხელების ასოციაცია“ ქართული ასოციაცია არ არის, მაგრამ მიუხედევად ამისა, ქართულ კულტურაში წვლილი შეაქვთ. 5 წელია ქართული ენის საკვირაო კურსებს ვატარებთ. ქართულ კურსებზე არა მარტო ქართველები არამედ, არა ქართველებიც დადიან. თურქეთის ყველა რეგიონიდან მოდიან. ქართული ენის საკვირაო კურსებს ატარებს მასწავლებლი საქართველოდან - ნატალი დვალი. მეგობრულ და ოჯახურ ატმოსფერეში ასწავლის ქართულს. ამავე დროს ქალბატონი ნატალი დვალი არის საქართველოს და თურქეთს შორის გულიანი ელჩი.

ქართული კულტურის განვითარების მხრივ, დიდი წვილის მქონეა ჩვენი თავმჯდომარე ბატონი ჰუსინ ილმაზ მელექსი, რომელიც გასუ₾ თვეში დავკარგეთ. გარდაიცვალა. მისი სული ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ჩვენ განვაგრძობთ მის კულტურულ მოღვაწეობას.

 

- რას გვეტყოდით სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე?

-მე არასამთავრო ორგანიზაციებში პირველად მაჭახლელების ფონდში დავიწყე და 19 წელი აქტიურად ვემსახურე. ახლაც შეძლებისდაგვარად მხარს ვუჭერ. ამჟამად სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი ვარ. სხვა ქართულ ასოციაციებთანაც კავშირი მაქვს და ხანდახან ზოგ ქართულ ღონისძიებებს ერთობლივად ვაკეთებთ. ქ.ართვინის საყოველთაო სტამბოლის ართვინელების ასოციაციების ფედერაციის მდივანი ვარ. ამ ფედერაციაში ბევრი ქართული ასოციაციებიც არსებობს. ბორჩხელების სახელობის ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ვარ. ართვინის გარემოს ფლატფორმის და ბუნების ასოციაციის წევრი ვარ. ამ ასოციაციებში გაწევრიანებული ბევრი ქართველი მეგობრებიც გვყავს.


- თქვენ ხართ ასევე მწერალი, 08 ართვინის ჟურნალში აქვეყნებთ პუბლიკაციებს, ამაზე რას გვეტყოდით?

-სიამოვნებით, რამდენიმე წელია ორ თვეში ერთხელ გამომცემულ ჟურნალ 08 ართვინის  მწერალი ვარ. ჩემს კუთხეში შეძლებისდაგვარად ქართული კულტურასთან დაკავშირებით ვწერ. მე ქართულ კულტურაზე შეყვარებული ვარ. თუ ამ კულტურაში წვლილს შევიტან ძალიან ბედნიერი ვიქნები. და კიდევ შეძლებისდაგვარად ქართულ კულტურა აქაურ ხალხს სიამოვნებით გავაცნობ. ჟურნალში ორი ქვეყნის მეგობრების და ერთად გაკეთებული ღონისძიებების ვაშუქებთ, ასევე ცნობილ, წარმატებულ ადამიანებს.


- თქვენი ვაჟიშვილი როგორც ვიცით, ქართულ მუსიკას ემსახურება, რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს?

- ჩემი ვაჟიშვილით გოკჰან ოზქან კიკნაძით ვამაყობ და მაბედნიერებს. ჩემმა ვაჟიშვილმა 11 წლის ასაკში აკორდიონზე დაკვრა დაიწყო. ქართული მუსიკა კი მაჭახლელ მომღერალ ბატონ ბაიარ შაჰინთან დაიწყო. უკრავს ასევე, ფანდურზე. აქვს ერთი ალბომი. მეორე ალბომზე მუსაობა კი  გრძელდება. სტამბოლის ქართული კულტურის სახლის ასოციაციაში აკორდიონის და ფანდურის გაკვეთილებს ატარებს. ჩემი ვაჟიშვილი ქართული კულტურით გაიზარდა და ცხოვრობს. ჩემმა მეუღლემ და ქალიშვილმა კარგად იციან ქართული.

 

-  საქართველოში დადიხართ?

-დიახ, როცა დროს ვპოვულობ სიამოვნებით დავდი ვარ. საქართველო სხვანაირად მიყვარს და მაბედნიერებს. როცა საქართველოში ვარ, ყოველ წამს ჩემს წინაპრებზე ვფიქრობ, მათ გადასახლებაზე, ფიქრის დროს,  თითქოს მეც მათით ვცხოვრობ. გადასახლებული და ვერასდროს თავის სამშობლოში ვერ დაბრუნებული ადამიანების მოგონებებით ვუყურებ ყველა ქართულ ადგილს. ჩემი დიდი ბებია ამ მონატრებით გარდაიცვალა, ყოველთვის ტიროდა საქართველოზე, ისე ენატრებოდა. მე ამის მოწმე ვარ.


საქართველოში მარტო კი არა, ხანდახან ასოციაციების დელეგაციებთან ერთადაც დავდი ვარ. მაგალითად სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზაციით „მერე რა თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის“   ქუთაისში და კიდევ შარშან სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ვიყავით ბათუმში „ვეფხისტყაოსნის“ პირველ საერთაშორისო ფესტივალს დავესწარით. მე ამავე დროს საქართველოს მოქალაქე ვარ.

 

- ქალბატონო ჰასიბე, თქვენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე  მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ, რას გვეტყოდით, სამომავლოდ ქართული კულტურის გაცოცხლების კუთხით?

-ბევრ არასამთავრო ორგანიზაციაში ხელმძღვენელად ვიმუშავე 23 წლის განმავლობაში. ყველა დროს ქართული კულტურის გაცოცხლებას ვემსახურე. არსებული ქართული ასოციაციებიც ქართული კულტურის უფრო კარგად გაცოცხლებისთვის ჯავრობენ და მუშაობენ. ვფიქრობ, კულტურის გაცოცხლების პირველი ნაბიჯი ოჯახია. საფუძველი თუ მაგარი იქნება დანარჩენი კარგად იქნება. ჩვენ უპირველასად ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და ისისნიც გააგრძელებენ. ყველამ თავისი კულტურა უნდა გაცოცხლოს. უკულტურო ცხოვრება უსახურავო სახლს ჰგავს. მჯერა რომ ჩვენი ლამაზი ქართული კულურა კიდევ უფრო გაცოცხლდება.

 

- საქართველო-თურქეთს მეგობრობაზე რას გვეტყვით, უკეთესი თანამეგობრობისთვის  რა უნდა გაკეთდეს?

-ორი ქვეყნის მეგობრობა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება ჩვენ გვაბედნიერებს. ორი ქვეყნის ელჩები მეგობრულად მუშაბენ, ვფიქრობ დიდი ასევე კულტურის სამინისტროს როლ, მეტი ყურადღებაა საჭირო. ასე ჩემი აზრით, ორი ქვეყნის მეგობრობას უფრო გააძლიერებს. ბოლო დროს, ქართველთა სოლიდარობა უფრო მაღალ დონეზეა.  ორი ქვეყნის შორის მეგობრობისთვის ვინც მუშაობს მათ მადლობას ვუხდი. მადლობა, რომ ამ ინტერვიუს საშუალება მომეცით.

 

-მადლობა თქვენ. წარმატებულ 2020 წელს გისურვებთ.

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია