დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინო, როგორც კულტურის ნაწილი
ღვინის ტრენინგი ბარ-რესტორანში „დები“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/30 01:17:00

 

 

ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრმა განაგრძო ტრენინგების სერია და ამჯერად ტრენერმა, სომელიე-ჟურნალისტმა ნატო გუბელაძემ ქუთაისის საუკეთესო ბარ-რესტორან „დები“-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიკა თვარაძის, მიწვევით სოლო ტრენინგი გამართა მხოლოდ მათი თანამშრომლებისთვის, თემაზე: „ღვინო და დეგუსტაციის უნარ-ჩვევები“.

 

ტრენერმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორია ღვინის გზა ვენახიდან სუფრამდე  და როგორ უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს ხარისხიანი ღვინო. შესაბამისად, მსმენელებმა მიიღეს ინფორმააცია შემდეგ საკითხებზე:

ქართული ვაზის ჯიშები, მეღვინეობის რეგიონები, ადგილწარმოშობები, რას ნიშნავს ტერუარი, ქართული ღვინის სტილები, მთავარი ქართული ღვინოები, ღვინის ტექნოლოგია სახეობების მიხედვით, თეთრი და წითელი ღვინოების ტექნოლოგია, ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, ქართული შუშხუნა და ცქრიალა ღვინოები, დეგუსტაციის თეორია და წესები, ძირითადი გემოები და მათი შეგრძნების ზღვრები, რა არის სომელიეს ხელოვნება, როგორია ღვინის მოხმარების მთავარი წესები, სერვირება, რას ნიშნავს დეკანტაცია და ა.შ.


 

თეორიულ ნაწილთან ერთად, გაიმართა  ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი და მონაწილეებმა პრაქტიკულად იხილეს, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ ღვინოზე, როგორ შევაფასოთ ღვინის ფერი, შევიგრძნოთ ღვინის არომატები და გემოები, რა არის ღვინის ზადები და დაავადებები, როგორ გავარჩიოთ დაავადებული ღვინოები, როგორ შევაფასოთ ღვინო. რომელ კერძთან როგორი ღვინოა რეკომენდირებული, როგორ შევადგინოთ ღვინის ბარათი და ა.შ.



ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში ორმხრივი აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოიკვეთა და სამომავლო ურთიერთობების გეგმებიც დაისახა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სამი დის, თვარაძეების დაფუძნებული ბარ-რესტორანი ქუთაისში, მაქსიმალურად ცდილობს მაღალი სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას თავისი თანამშრომლებისათვის, რაც ამ სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვისაც უდაოდ გახდება მისაბაძი მაგალითი. ეს კი, საერთო ჯამში, მომსახურების კულტურის ამაღლებასა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია