დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეს ქუთაისია!
ქუთაისში შობის ღამეს ჯადოსნური ამბები გელით!
ავტორი: ნატო გუბელაძე
2020/01/04 15:41:51

ქუთაისის და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით, ქუთაისში, შობის ღამეს ქალაქში გამოსულ მოქალაქეებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კაფე-ბარები საშობაო ნუგბარით გაუმასპინძლდებიან. 


თავდაპირველად ტურიზმის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი, თავიანთი ოფისის წინ საშობაო ნუგბარით გაუმასპინძლდებოდნენ თანაქალაქელებსა და სტუმრებს.  თუმცა, მათ ინიციატივას სხვებიც გამოეხმაურნენ და საბოლოოდ, ეს ჩანაფიქრი უფრო გრანდიოზულ სახეს მიიღებს.

 

ამის შესახებაც ისევ ტურიზმის ცენტრმა გვამცნო სოციალურ ქსელში:  
"მეგობრებო! ძალიან საინტერესო და შობის შესაფერისი ჯადოსნური ამბავი მოყვა ჩვენი საშობაო ივენთის დაანონსებას. 



ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული თითქმის ყველა კაფე ერთვება საშობაო ზეიმში. 6 იანვარს 19:00- 21:00 საათამდე ყველასთვის საყვარელი "დები", "პალატი", "პაოლო","ფოე-ფოე", "ალმანო", "აგერარი","თეთრი ქვები", "ბესტვესტერნი", "საფერე", "ჩერი"... ყველანი მზად არიან, გაალამაზონ საშობაოდ ქალაქი, გაუმასპინძლდნენ სასეირნოდ გამოსულ ადამიანებს, თავიანთი საშობაო ნუგბარებით. 



ასეთი ქალაქია ქუთაისი! სპონტანური, გახსნილი, სტუმართმოყვარე! ვაქციოთ ეს ზეიმი ტრადიციად!

 



დავატრიალოთ გემრიელი სურნელი ჩვენს მყუდრო ქუჩებში! 


ჩვენ კი ჩვენის მხრიდან მზად ვართ უსასყიდლოთ დავუთმოთ ჩვენი ფარდულები, ნებისმიერ კომპანიას, კერძო ბიზნესს, რომელიც გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს შობის ზეიმში,"-აცხადებენ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.


დიახ, ეს ჩვენი ქალაქია, ჩვენი თბილი და სტუმართმოყვარე ქუთაისია!

 

ბედნიერი შობა -ახალი წელი დაგვბედებოდეს, მეგობრებო!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია