დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/28 12:51:30

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და წერს, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

„ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - იტყობინება სუს-ი.

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

 

 

 

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია