დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ 9 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/27 19:42:53

ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებით პრინციპს, რომელიც ზრდის სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმაციის ხარისხს. რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობაზე.

 

აღიარებულია, რომ სექტორის ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის მისაღწევად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლება, მათდამი საზოგადოების ნდობის გაზრდა და პოზიტიური იმიჯის შექმნა.

 

26 დეკემბერს, ქუთაისის დემოკრატიული სკოლაში რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ 9 წლიანი მუშაობის ანგარიშi წარმოადგინა. ორგანიზაციის დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი მარიკა ვაჭარაძე ამბობს: „მოგეხსენებათ ადგილობრივ, რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს, არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებას პერიოდულად განვლილი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ. თუმცა გამჭვირვალობის და ხილვადობის გაზრდას ორგანიზაციების სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. განსაკუთრებით ეს პირადი კონტაქტების საშუალებით ხდება, როცა სატელევიზიო და რადიო ეთერები კონკრეტულ პროექტებს ან ორგანიზაციებს ეთმობა. ორგანიზაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის ძირითადად განხორციელებული პროექტების ფარგლებში ხდება. აღნიშნული პროექტი ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას ემსახეურება, რაც პარალელურად ხელს შეუწყობს რეგიონის დონეზე ცნობადობის გაზრდასაც“.

 

რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად დაფინანსების წყაროს დონორები წარმოადგენენ. ამიტომ ორგანიზაციები ძირითადად დონორთა მიმართ იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და მათ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებს არგებენ რეგიონს. ფაქტობრივად არ ან იშვიათად ხდება მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა, რაც შემდგომ ეტაპზე ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაში აიასახება. ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს არ აქვთ შესაძლებლობა, ხილვადობის გაზრდის კუთხით ბეჭდური მასალები გამოიყენონ, მეტიც ვერ ახერხებენ განვლილი მუშაობის ერთიანი ანგარიშის ბეჭდვას, რაც მათ პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს რეგიონის დონეზე. საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი, რომელიც იმერეთის რეგიონში გამოკითხულთა საფუძველზე მომზადდა, იძლევა შესაძლებლობას, არასმათავრობო სექტორმა პროექტები გამოკვეთილ საჭიროებებს მოარგოს.

 

გამოკითხვაში 1000-მდე ადგილობრივი იყო ჩართული იმერეთის მაშტაბით, რომელმაც რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი მოიცვა.

 

ღონისძიება ხორციედება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია