დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"შეასრულეთ ნაკისრი ვალდებულება!" - 26დეკემბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან დევნილთა აქცია გამართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/25 01:18:45

 

 

თუ რა მოთხოვნები აქვს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას საპროტესო აქციაზე  26 დეკემბერს, რომელიც თბილისში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან გამართება, ვაჟა-ფშაველას 16, ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს აქციის ორგანიზატორთან,ირაკლი ტორუასთან - იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის- გამგეობის თავმჯდომარე.

 

დიალოგი

-ბატონო ირაკლი, რას გვეტყოდით ორგანიზაციის ,,დევნილები დევნილებისთვის’’ შესახებ? (ორგანიზაციის დაარსება რამ გამოიწვია, როდის, მიზანი, ვინ არიან წევრები, საქმიანობა დღემდე და ასე შემდეგ)

-თავდაპირველად შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი. იდეა მდგომარეობდა თემატური ჯგუფის შექმნაში, სადაც დევნილები განხილვაზე გამოიტანდნენ ნებისმიერ მტკივნეულ თემას, გაუცვლიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას და გაუზიარებდნენ ერთმანეთს პრობლემების გადაჭრის გზებს. ამასთან, ჯგუფი მთლიანად გათავისუფლდა პარტიული ნარატივისგან, რაც იმას გულისხმობს, რომ ჯგუფში აბსოლუტურად აკრძალულია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდა ან ლანძღვა. ამან დადებითად იმოქმედა ჯგუფის წევრებზე და წინა პლანზე წამოიწია დევნილთა ყოველდღიური პრობლემატიკა განხილვამ და დაბრუნებაზე მსჯელობამ.


ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი, რასაკვირველია, გახლავთ ხელი შევუწყოთ დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ კუთხეში, მაგრამ მანამ, სანამ ვართ დევნილობაში, ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული და დევნილებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და განვითარებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა.

 

- რა სახის პრობლემების, გამოწვევების წინაშე დგანან დევნილები და რაა საჭირო ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?

- პრობლემები მრავალი არსებობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - სამართლებრივი. საყოფაცხოვრებოდან გამოვყოფდი ბინით უზრუნველყოფის დაუსრულებლად ნელ ტემპებს, რომლის შესაბამისად კიდევ 27-30 წელი უნდა ყველა აპლიკანტი დაკმაყოფილებას. ხოლო სამართლებრივი საკითხებიდან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დევნილებს მოგვპარეს უფლება, ავირჩიოთ უმაღლესი საბჭო. გვყავს .. „მარადმწვანედეპუტატები, რომლებიც არა და არ თმობენ საკუთარ სკამებს ქართული დემოკრატიის და კონსტიტუციის საზიანოდ.


- რას გვეტყოდით 26 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს წინ აქციის შესახებ - რისი თქმა გსურთ?

ლოზუნგი ასეთია: შეასრულეთ ნაკისრი ვალდებულება! მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის სრულიად უამისოდ აპელირება იმაზე, რომ მათ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ დევნილებისთვის, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც ნამდვილად აქვს უმაღლეს საბჭოს. ეს გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება წარდგენილ იქნეს პარლამენტის წინაშე ყველა იმ საჭირ-ბოროტო საკითხზე, რომელიც ასე აწუხებს დევნილებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი  გახლავთ ბინებით უზრუნველყოფა. როგორ? იკითხავთ ალბათ... ძალიან მარტივად კანონით უნდა განისაზღვროს დევნილთა ბინებით დაკმაყოფილება 2025 წლამდე. ამრიგად სულ რაღაც 5 წელიწადში ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.


- რამდენად აუცილებლად და სამართლიანად მიგაჩნიათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შეცვლა?

წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს არჩევითი ორგანო და მისი არჩევნები არ მომხდარა ბოლო 28 წლის განმავლობაში. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და სხვა არაფერი. დღევანდელი შემადგენლობა კი უზურპატორები.


- რამდენად პერსექტიულია თქვენი ორგანიზაციის მიერ დასმული ამოცანები?

- პერსპექტივა საკმაოდ მკაფიო და ნათელია. ყველაფერი დამოკიდებულია დევნილთა კონსოლიდაციასა და მათი ნების გამოხატვაზე. დევნილებად არ დავბადებულვართ! გამოვიარეთ ცხოვრების ურთულესი ეტაპები, მაგრამ მოვახერხეთ გვესწავლა, მიგვეღწია განვითარებისათვის ბიზნესში, კულტურასა და სპორტში, მეცნიერებასა და განათლებაში. ვფიქრობ ყველა პერსპექტივა გვაქვს მივაღწიოთ დასახულ მიზანს.


- რამდენად რეალურად გესახებათ აფხაზეთში დაბრუნება და რა გზებით?

-როგორც კი აფხაზეთში დაბრუნება გახდება სახელმწიფო გეგმის და სტრატეგიის ნაწილი და დაბრუნებაზე ოცნებიდან გადავალთ რეალურ სამოქმედო გეგმაზე, აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი გახდება. ძალიან მოკლე დროის საკითხი.


 მანანა ლეშკაშელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია