დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გილოცავთ 2020 წელს
საახალწლოდ ,,შატო გელათი“ კორპორატიულ წვეულებებს უმასპინძლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/21 20:20:43

 


ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, ახალი წელი გვიახლოვდება და ყოველი ჩვენგანი ვფიქრობთ, ეს დრო სასიამოვნო გარემოსა და ახლობლების გარემოცვაში ლამაზად გავატაროთ, რადგან, როგორც ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელიც ისეთი გექნებაო...


ამიტომ, რესტორანი ,,შატო გელათი“ საახალწლოდ სწორედ ულამაზეს და საოცარ  გარემოში გეპატიჟებათ და გთავაზობთ სასიამოვნო მუსიკალურ გასართობ  პროგრამას, უგემრიელეს კერძებს, ნუგბარით, გოზინაყითა და, რა თქმა უნდა, -  შამპანურით!!!


 

ახალი, 2020 წლის შემობრძანებას  თოვლის პაპა და ფერია მოგილოცავთ, დაგატკბობთ ვიოლინოს ჰანგები, თქვენს თვალწინ ცეცხლს დაანთებენ ქართული ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავეები, ხოლო არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი, ანუკი, თქვენთვის სამახსოვრო ფოტოების გადაღებაზე იზრუნებს!


საღამოს აქტიური მონაწილე რესტორნის 20%-ანი ფასდაკლების ვაუჩერით დაჯილდოვდება!


 

აქვე  იხილეთ მენიუ კორპორატიული საღამოსათვის

10 პერსონა = 300 ლარი

პური, მჭადი, საწებელი, ყველი (იმერული), სალათი კიტრი- პომიდვრით,სალათი ქათმის ხორცით(სოკოს სალათი -სამარხვო), ბადრიჯანი -ბულგარული ნიგვზით, იმერული ხაჭაპური ან ლობიანი, პიცა, კუჭმაჭი, მწვადი ღორის ხორცის (შამფურზე), წიწილა შემწვარი, ხორცის წვნიანი (ოსტრი), კარტოფილი,, მექსიკურად“, ქამა სოკო კეცზე, ლიმონათი, მინერალური წყალი, ხილი - ქართული ნუგბარით,გოზინაყით,შამპანური.

 

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 591 575 575 .

მენიუს ღირებულება: 10 პერსონა= 300 ლარი.

საჩუქარი: შატოს საახალწლო ტკბილეული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია