დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რის საფუძველზე დააკლო სამინისტრომ ხათუნა აქიშბაიას ქულა და როდის მიიღებს ბინას შვილმკვდარი დედა?!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/19 12:34:13

 

აფხაზეთიდან დევნილი, შვილმკვდარი დედა  ხათუნა აქიშბაია, ორ მცირეწლოვან შვილთან, 13 წლის მეგისთან  და 4 წლის ლიზისთან ერთად თბილისში, ქირით ცხოვრობს.


როგორც ხათუნა აქიშბაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, დევნილთა სამინისტრომ მას ქირით უზრუნველყოფაც შეუწყვიტა, უკვე მეოთხე თვეა, ასევე მისთვის გაურკვეველი მიზიზებით დააკლო მინიჭებული ქულა!

ხათუნა აქიშბაია აცხადებს, რომ გაუსაძლისია მისი ცხოვრება.


-არ ვმუშაობ. არანაირი შემოსავლის წყარო არ გამაჩნია! იშვიათად ახლობლები თუ დამეხმარებიან. ადრე მოდიოდა სპეციალური კომისია, რომელიც მამოწმებდა და ქირის ფულს 200 ლარს მიხდიდნენ, ესეც შემიწყვიტეს...


არაერთხელ მივმართე სამინისტროს განცხადებით და პირადადაც შევხვდი მურად აბლოთიას, გადმოეცათ ჩემთვის კუთვნილი ფართი, შემპირდა, რომ მივიღებდი, მაგრამ ესეც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. 


თუ რის გამო შეუჩერდა ხათუნა აქიშბაიას ქირით თანადაფინანსება, რის საფუძველზე დააკლდა ოჯახს მისთვის მინიჭებული ქულა (6.5 – 5.5 -ით) და კონკრეტულად როდის გადაეცემა ბინა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს - ამ შეკითხვებზე, იმედია, პასუხს შესაბამისი სამინისტრო გასცემს! ხათუნა აქიშბაია რეაგირებას ითხოვს სამინისტროსგან.

 

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია