დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ამ ცხოვრების დედაც!"- ლუკა სირაძის საბედისწერო ფრაზა ქუთაისის ქუჩებშიც პროტესტის ნიშნად დაწერეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/18 00:48:00

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს და მის გარდაცვალებას სამოქალაქო საზოგადოების უმწვავესი პროტესტი მოყვა.


პროტესტი დედაქალაქიდან რეგიონებშიც გადაიზარდა და რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისსა და გორში ქალაქის ქუჩებში ის წარწერები გაჩნდა, რასაც ლუკა რაზმაძის სიცოცხე ემსხვერპლა.


ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა ლადო მესხიშვილის თეატრთან გამართეს აქცია და  ბანერი მიიტანეს წარწერით "ამ ცხოვრების დედაც". ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მისი ყოფილი სკოლის კედლებზე პროტესტის ნიშნად დაწერა და რის გამოც იგი დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვიდან რამდენიმე საათში კი ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.


15 წლის ბიჭი სავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდზე პოლიციის განყოფილებაში იძალადეს.



აქციის მონაწილეებმა წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" ქალაქის ქუჩებშიც დაწერეს, ხოლო ბანერი თეთრ ხიდზე გადაფინეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია