დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გავუფრთხილდეთ ნაძვს
ნუ მოჭრი, მორთე! - წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/05 15:35:09


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წინასაახალწლოდ იწყებს მასშტაბურ  საინფორმაციო კამპანიას “ნუ მოჭრი-მორთე”, რომლის მიზანს წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 

წინასაახალწლო კამპანია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა დაანონსა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კამპანიის მნიშვნელობაზე, მიზნებზე და ასევე მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე. 

 

კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე” ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს, საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია