საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღვინო კინოში
ნანა ჯორჯაძის ფილმის, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“-ს პრემიერა თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება (WIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/04 10:19:00

თბილისის მე - 20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანი"-ს დიდ დარბაზში გაიმართება ნანა ჯორჯაძის ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ - ს ეროვნული პრემიერა.

 

ფილმი შექმნილია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და "მარანი ხეცურიანი"-ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

კონცეფციის ავტორი და პროდიუსერია - შალვა ხეცურიანი, სცენარის ავტორია - თამარ ბართაია,დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ კვირიკაძე, მთავარი როლის შემსრულებელი - რეზო ხეცურიანი. ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და მის ტრადიციებზე. ასევე -  ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოს მასშტაბით. 

 

ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა ჯილდოები და ნომინირებული იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე:

London Independent Film Awards, გაერთიანებული სამეფო
Los Angeles Film Independent Film Festival Awards, აშშ
Hollywood International Independent Documentary Awards, აშშ
Hollywood International Moving Pictures Film Festival, აშშ
Barcelona Planet Film Festival, ესპანეთი
DOCFEED, ნიდერლანდები
Phoenix Film Festival Melbourne, ავსტრალია
Festival International Oenovideo, საფრანგეთი
MOST. Festival Internacional De Cinema del Vi i el Cava, ესპანეთი
Wine Country Film Festival, აშშ

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია 3 დეკემბრიდან კინოთეატრ ამირანის სალაროში და www.kinoafisha.ge www.biletebi.ge www.tkt.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია