დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
,,მო, ფერების საუფლოში!’’ - ზურაბ პაპიაშვილის წიგნის პრეზენტაცია თურქეთში!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/17 10:28:00

 

16 ნოემბერს, სტამბულში, შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის სახლმა ცნობილ ქართველ პოეტს, მწერალსა და მთარგმნელ  ზურაბ პაპიაშვილს (ისტორიული ჰერეთი, აზერბაიჯანი) და ამავე რეგიონის წარმომადგენელ ანსამბლ ,,ჰერულას’’ (ხელმძღვანელი - ვასილ პაპიაშვილი) უმასპინძლა.


საღამოს, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ქალბატონი სალომე ბარამიძე და ბატონი ორჰან ბერიძე, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები და თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ.

 

დამსწრე საზოგადოება ოვაციებით შეხვდა ზურაბ პაპიაშვილის მორიგ ახალი კრებულს - ,, მო, ფერების საუფლოში!’’.

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ზურაბ პაპიაშვილს მეორედ უმასპინძლეს. მის შემოქმედებას უკვე კარგად იცნობს თურქეთში მოღვაწე ქართველი თუ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლობა.

 

 

მანანა ლეშკაშელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია