დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამთავრობო კარუსელი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი მოაბრუნეს
2019/11/13 11:11:37

სამთავრობო კარუსელი ისევ დატრიალდა და ამჯერად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

ცნობილია, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 7ნოემბერს დატოვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია