საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რიდვან სადირხანოვმა ტერენტი გრანელის ლექსზე "memento mory" ქართული ოპერა შექმნა (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/12 02:01:06

 

ცნობილი აზერბაიჯანელი ოპერის მომღერლის, რიდვან სადირხანოვის ახალ ოპერას, რომელიც ტერენტი გრანელის ლექსზე - memento mory - შეიქმნა, ქართველი, აზერბაიჯანელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსმენელი მეტ-ნაკლებად უკვე გაეცნო და მას დადებითი შეფასებებიც მოჰყვა.

 

ოპერის მომღერალმა და კომპოზიტორმა რიდვან სადირხანოვმა მუსიკალური განათლება  იტალიში მიიღო და ის დიდი პოპულარობითაცაა ცნობილი.

არის 2000- მდე ოპერის ავტორ-შემსრულებელი. პოლიგლოტი მომღერალი 7 ენას ფლობს! მათ შორისაა ქართულიც. მან ამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ქართულის შესწავლა.

 

რიდვან სადირხანოვი: ,,ძვირფასო მეგობრებო! თითქმის სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი გენიალური ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის შემოქმედებაზე. მე გავეცანი როგორც მის ლექსებს, ასევე, მის ბიოგრაფიას, რამაც ძალიან შემძრა!


უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობრებს, ჟურნალისტებს - მანანა ლეშკაშელს (ამ ოპერის შექმნის იდეის ავტორი) და ვეფხია სამსონიძეს, რომელთაც ჩემი თბილისში ყოფნის დროს დიდი დაინტერესება გამოიჩინეს ჩემს მიმართ და  თავიანთი სიუჟეტებით აღწერეს ჩემი მოღვაწეობა. სწორედ მათ  შთამაგონეს, შემექმნა ოპერა ქართულად, ტერენტი გრანელის ამ შესანიშნავ ლექსზე.


როცა ბაქოდან თბილისში წავედი, Facebook- ზე დაახლოებით სამასი ადამიანი მყავდა. ახლა კი ამ რიცხვმა მიაღწია 5 ათასს, მათ შორის უმრავლესობა  არის ქართველი და მათი მეგობრები მთელი მსოფლიოდან.


თბილისიდან ბათუმში გავემგზავრე. სწორედ იქ ყოფნის დროს დავიწყე ქართული ენის შესწავლა და ბაქოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო გავაძლიერე სწავლა. 12 აგვისტოს ეს ლექსი რუსულად ითარგმნა და თითქმის მალევე შევადგინე ეს კომპოზიცია. ჩვენ შევძელით ჩვენი საქმის დასრულება ჩემს სტუდენტებთან, ორჰან ეფენდი და ალი-ჰუსეინ გლიზადთან ერთად.


მუსიკის ბევრმა მოყვარულმა უკვე იცის ემილ მინიაშევის როკ - ოპერის წარმატებული პრემიერის ,,სინდაბადის  დაბრუნება", სადაც მან აჩვენა, რომ იგი არა მხოლოდ ბრწყინვალე ორგანიზატორია, არამედ ჩემი როკ კომპოზიციების შესანიშნავი შემსრულებელიც, სხვადასხვა ენაზე. ორჰან ეფენდი, შესანიშნავი ბარიტონი, რომელიც წარმატებით ასრულებს საკუთარი კომპოზიციის როკ კომპოზიციებს, არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბოლო პერიოდში მისი წარმატებული სპექტაკლები საქართველოში და გერმანიაში გავიდა. ალი ჰუსეინ გულზიდა, ბარიტონი, რომელსაც აქვს საკმაოდ ლამაზი ხმა მთელი რიგით, რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი და გამარჯვებული, ნიჭიერი მუსიკოსი.


მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ახლო მეგობარს, იტალიელ რენატა ფორმენტს, რომელმაც უშუალო ფინანსური დახმარება გაგვიწია ამ საინტერესო პროექტის განსახორციელებლად. ამ კომპოზიციით ჩვენ ყველა გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას ტერენტი გრანელის ხსოვნისა და სრულიად საქართველოს მიმართ !!!“


 

 ***

ოპერის მომღერალი რიდვან სადირხანოვი კვლავაც აგრძელებს მუშაობას ტერენტი გრანელის და სხვა ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე!

ქართველი მსმენელი მადლობას უხდის კომპოზიტორს და მომღერალს - რიდვან სადირხანოვს ამ ძვირფასი და შეუფასებელი საჩუქრისთვის და მოუთმენლად ელის მის ახალ ნაწარმოებებს ქართულ ენაზე!

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია