დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნინო სურგულაძის "ნატვრის ხე"-მ საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში გამართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/09 01:46:00

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავების მონაწილეობით და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ოფიციალური მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა.

 

ამ კონცერტისთვის სპეციალურად ჩამოვიდნენ ქუთაისში: ბულგარელი მეცო-სოპრანო – ვესელინა კაზაროვა, პოლონელი ბანი – რაფაელ სივეკი და მსოფლიო დონის ტენორი –ანტონელო პალომბი.

 

 ქართველი შემსრულებლებიდან მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: თვით საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელი, ნინო სურგულაძე,  ასევე - ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

 

“ბედნიერი ვარ და მოლოდინი მაქვს დიდი, რადგან ყველა ჩვენი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ქველმოქმედებას და ბავშვებს, რა თქმა უნდა, არის სანერვიულო. ჩვენ უნდა შევასრულოთ მისია – დავეხმაროთ ბავშვებს. მიხარია ის, რომ დარბაზი სავსეა. ძალიან ბევრია დაინტერესებული. მიხარია, რომ გასვლა მოხდა რეგიონში და შემდგომში სხვა რეგიონებშიც დავეხმარებით ბავშვებს. ვფიქრობ, ეს პოზიტივი და სიყვარული, როგორც არასდროს, ისე გვესაჭიროება”, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

 

როგორც ცნობილია, ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომელთააც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია