დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რაინეარმა“ ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/07 23:57:52

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ „რაინეარმა“ (Ryanair) ოპერირება დაიწყო. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულდა.


ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

 

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება. „რაინეარი“ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.

 

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა.

 

„მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს – „რაინეარი“ საქართველოშია. მან პირველი რეისი შეასრულა დღეს მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია, იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობიდან, შემოგვეყვანა ეს კომპანია. „რაინეარი“ საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს, ასევე ხელმისაწვდომ ფრენებს და საქართველოს ბევრი წარმატება ელოდება. ამ კომპანიის შემოსვლით ეკონომიკასა და ტურიზმში ახალი ეტაპი იწყება. გაიზრდება როგორც ფრენების მიმართულება, ასევე ქალაქების, საიდანაც ჩამოიყვანს ტურისტს, როგორ თბილისში, ასევე ქუთაისში. ასევე გაიზრდება სიხშირე, რაც მისცემს შესაძლებლობას მეტი ტურისტი მოვიდეს და მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ იმოგზაუროს ევროპაში“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

წყარო: პირველი არხი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია