დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნატოს დღეები 2019
ნატოს და ევროკავშირის თემაზე ქუთაისში ინტელექტუალური თამაში "რა?სად?როდის?" გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/02 22:49:38

 

 2 ნოემბერს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის? " გაიმართა. 

 

ინტელექტუალური თამაშის თემა  ნატო და ევროკავშირი იყო. თამაშში  იმერეთის რეგიონის 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. 20 კითხვის საფუძველზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.


პირველ ადგილზე გავიდა გუნდი "ანანერბე", ხოლო მეორე და მესამე ადგილები მაიაკოვსკის თეატრმა და ისქინეფმა გადაინაწილეს


გუნდის მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადაეცემათ.


ღონისძიების პარტნიორია "რა? სად? როდის?" იმერეთის ინტელექტკლუბი და ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია