საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნატოს დღეები 2019
ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) ბათუმში ქუთაისელი სტუდენტები სტუმრობდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/10/26 22:36:28

საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2), ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი ესტუმრა.

 

შენაერთის შემადგენლობაში არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ორივე გემი დაეთვალიერებიათ და ეკიპაჟის წევრებისაგან გემის ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ სრული ინფორმაცია მიეღოთ.სტუდენტების შეკითხვებს მეზღვაურებმა ამომწურავად უპასუხეს.

 

აღსანიშნავია, რომ ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია