საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პაციენტის დღიურები
26 წლის ბიჭის ისტორია,რომელმაც ანევრიზმა დაამარცხა (VIDEO)
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/10/25 08:09:10

 

ცხოვრებაში ერთხელ მაინც  ყველა ყოფილა პაციენტი.  ექიმის მიმართ ნდობის ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენეს მკურნალობის ეფექტურობაზე. მსგავსი ფენომენი  მედიცინაში პლაცებო ეფექტის სახელითაა ცნობილი.

 

PSnews.ge იწყებს ახალ სამედიცინო რუბრიკას „პაციენტის დღიურები“. რუბრიკის მიზანია, რეგიონში არსებული სამედიცინო სერვისის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა.   თვეში ერთხელ, ჩვენ  გაგაცნობთ ერთ პაციენტს. რედაქციის გადაწყვეტილებით, რესპონდენტის თხრობის სტილი და  ინდივიდუალიზმი შენარჩუნდება, კონკრეტული კლინიკები კი არ დასახელდება. 


 რუბრიკა „პაციენტის დღიურები“-ს  პირველი სტუმარია თემო გასანოვი, რომელსაც  თავის ტვინის  წინა შემაერთებელი არტერიის გამსკდარი ანევრიზმა ჰქონდა.   ურგენტული ქირურგიული ჩარევის შემდგომ   26 წლის თემო გამოჯანმრთელდა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. მან საავადმყოფოში გატარებული ორი  კვირა გაიხსენა  და  თავის დიაგნოზზე გვესაუბრა.

                                                                                                               

                                                                           მონოლოგი

 

მე და ანევრიზმა

 ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემბი  არასდროს მქონია,  ვიდრე 21 თებერვალს ცხოვრებამ  არ დამცინა. აბაზანაში წამიერი თავბრუსხვევის შემდეგ, გონება დავკარგე, აზრზე მოსულმა კი  შვილის გარდა ვერცერთი ოჯახის წევრი ვერ ვიცანი.   23:00  საათზე   ყველაზე ნაკლებად საავადმყოფოს დანახვა მინდოდა, თუმცა ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადამიყავანა. იქ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გადამიღეს, რომელმაც დაამოწმა, რომ ანევრიზმა მქონდა. ამ დღემდე არც კი ვიცოდი ასეთი დაავადება თუ არსებობდა. სხვა გზა არ დამრჩა, დაუპატიჟებელ სტუმარს უნდა  დავხვედროდი.  ჩემმა ოჯახის წევრებმა საუკეთსო  ექიმის ძებნა დაიწყეს. დრო ცოტა იყო, რისკი კი ძალიან  მაღალი. ახლობელი ექიმების რეკომენდაციით ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ნეიროქირურგი, იაკობ ცერცვაძე შევარჩიეთ.  მე ჩემი ვერსიები მქონდა და ამ მდგომარეობას  გადაღლილობას ვუკაშირებდი, მეგონა მკურნალობას დამიწყებდნენ, ოპერაცია  თუ იგეგმებოდა არ ვოცოდი, დროის შეგრძნებაც დავკარგე.

 

ქუთაისის რეანიმაცია

ოპერაცია რამდენიმე საათში დასრულდა.  პირველი რაც რეანიმაციაში  შევამჩნიე უგონო მდგომარეობაში მყოფი რვა პაციენტი იყო, რამაც ცოტა დამსტრესა. ნარკოზიდან ახალგამოსულს თავი ისევ ქობულეთში მეგონა. იქვე მყოფ მედპერსონლს ვკითხე  ეს ქობულეთის რომელი კლინიკაა ახალი თუ ძველი-მეთქი?  პასუხი იმერულად სხარტი და  იუმორით სავსე  იყო: „ქუთაისში ხართ, ეს კლინიკა კი  12 წლის აშენებულია, ახალია თუ ძველი, თვითონ გადაწყვიტეთ“.

 

ექიმები

ცხოვრება პარადოქსებით არის სავსე, ბავშვობიდან  ექიმებს გავურბოდი, 26 წლის ასაკში კი მათთან  დამეგობრება მომიწია.   ძირითადი შეხება იაკობ ცერცვაძესთან და ბაქარ აბდალაძესთან მქონდა.  მინდა ორივეზე გიამბოთ:

იაგო ექიმს  სულ ბევრი ოპერაცია ჰქონდა, მაგრამ ყოველდღე შემოდიოდა და ცდილობდა  დრო ყველა პაციენტისთვის გადაენაწილებინა.  მის მოსვლას იმედით ველოდებოდით, მხსნელად აღვიქვამდით.  ჩემი აზრით, პაციენტების ასეთი განწყობის მოპოვება მხოლოდ მოწოდებით ექიმს შეუძლია და ეს უბრალოდ არსად ისწავლება.  ყველაზე მეტად რაც  ამ ექიმში მომწონდა ჩვენს შეკითხვებს , მათ შორის  დილეტანტურსაც კი სერიოზულდ ეკიდებოდა და ამომწურავ ინფორმაციას გავაძლევდა.  მოსალოდნელ გართულებებზე და რისკებზე გულწრფელად გვიყვებოდა, არარეალურ მოლოდინს არ გვიქნიდა, 100%-ით რომ ყოფილიყო დარწმუნებული მაინც ნაკლებ იმედს იძლეოდა, ახლა ვხვდები, ფსიქოლოგიურდ  უარესი შედეგისთვის გვამზადებდა...


არასდროს დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე, როდესაც გამომწერეს, ოვაციებით გამომაცილა, უხაროდა, სიარული რომ შევძელი. მითხრა კიდეც, „არ ველოდი აქედან შენი ფეხით გასვლს თუ შეძლებდიო“.


რაც შეეხება ბაქარ ექიმს, მასზე საუბარს რომ ვიწყებ, ახლაც  მეღიმება. ძალიან პოზიტიური ადამიანია, მიხაროდა მისი ნახვა.  ფუნქციის ჩადგმა ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ბაქარი ჩვეული  იუმორით ისე  მაბრუებდა, ტკივილზე ნაკლებად ვფიქრობდი.


ზოგადად, ამ კლინიკის  მთელი  მედპერსონალი გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით, ყველა კარგად მახენდება.


ცხოვრება ანევრიზმის გარეშე

ყველაფერი ისე  სწრაფად მოხდა,  ვერ მოვასწარი გაცნობერება ანაევრიზმამდე და ანევრიზმის შემდგომ ცხოვრება როგორი იყო.  საავადმყოფოში  ყოფნის პერიოდში საერთოდ არ ვიღლიდი თავს ამაზე ფიქრით. ხასიათი მაქვს ასეთი, ცოტა ზედაპირული ვარ.  კლინიკიდან ახალგამოწერილი  უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. აჭარაში ახლობლის პანაშვიდზე წავედი, ჩემს დანახვაზე გაოცებულმა ჭირისუფალმა  გარდაცვლილს დაატირა: „ასეთი ავადმყოფი დადის და შენ როგორ უნდა იწვეო“...  

როცა მეკითხებიან, ვაცნობერებ თუ არა,  რას გადავურჩი, მარტივად ვპასუხობ:  „ქობულეთში გავითიშე და ქუთაიში გამოვფხიზლდი.“ ასეა, როცა ცხოვრება დაგცინებს, შენც იუმორით უნდა უპასუხო...



****


ჩვენ პაციენტის მკურნალ ექიმს, ნეიროქირურგ იაკობ (იაგო) ცერცვაძეს დავუკავშირდით და   თემოს მოთხრობილი ისტორის სამედიცინო ინტერპრეტირება მოვისმინეთ.


- ბატონო იაკობ, მკითხველს რომ აუხსნათ, რა ტიპის დაავადებაა თავის ტვინის ანევრიზმა და რას გადაურჩა  26 წლის  თემო გასანოვი? 


"ანევრიზმა  არის სისხლძარღვის ბუშტისებრი გამობერილობა თავის ტვინში, რომელიც სისხლძარღვის კედლის დათხელების შედეგია.  თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება, გასკდეს და გამოიწვიოს სისხლჩაქცევა თავის ტვინში.  ყველაზე ხშირად გამსკდარი ანევრიზმა იწვევს სისხლჩაქცევას თავის ტვინსა და თავის ტვინის მფარავ არაქნოიდალურ გარსს შორის. ამ ტიპის სისხლცაქცევას სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევა ქვია; არსებობს ასევე ანევრიზმის ტიპები, რომელიც შეიძლება, განვითარდეს ქალა-ტვინის ტრავმის ან სხვადასხვა ინფექციების შედეგად ( მუკოტური ანევრიზმა).


 გამსკდარი ანევრიზმა  სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს და საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას.   გამსკდარი  ანევრიზმას ნიშნებია:  ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კისრის დაჭიმულობა, მხედველობის დაბინდვა, გაღიზიანება სინათლეზე, გულყრა ( კრუნჩხვა), გონების კარგვა, და  გაბრუება.


თავის ტვინის ანევრიზმის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორები, რომელმაც შეიძლება გაზარდოს მისი განვითარების რისკი. ეს რისკებია:  სიგარეტის მოწევა,  მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად მიღება.


სტატისტიკური მიონაცემებით, ანევრიზმის გასკდომის შედეგად  პაციენტების 20-25% კლინიკაში მისვლამდე იღუპება  იგივე რაოდენობის პაციენტი  განმეორებითი გასკდომის  - შედეგად , რის გამოც აღნიშნული მდგომარეობა სასწრაფო ოპერციულ მკურნალობას საჭიროებს.


ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობის 2 ძირითადი მეთოდი არსებობს პირველი,ენდოვასკულური (სისხლძარღვს შიგნით კათეტერის საშუალებით ანევრიზმის პარკში სპეციალური მეტალის სპირალით ამოვსება);  მეორე, კლიპირება (ანევრიზმის ყელზე კლიფსის დადება, რომ არ მოხდეს განმეორებითი გასკდომა).


დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას, რაც ხშირად აისახება გამოსავალში.


ჩვენს პაციენტსაც აღენიშნა უეცარი ძლიერი თავის ტკივილი ( მანამდე არანაირი ჩივილი არ ქონია), დროულად მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, შესაბამისი კვლევებით დადასტურდა თავის ტვინში სისხლჩაქცევა, რომლის მიზეზიც იყო თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომა, სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ანევრიზმის კლიპირება. ოპერაციიდან 12 დღე რჩებოდა კლინიკაში და უტარდებოდა მკურნალობა, რის შემდეგაც გაეწერა კლინიკიდან  ჩივილების გარეშე, 1 თვეში ჩავუტარეთ საკონტროლო კვლევები, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოკვლევის მიზნით (თავის ტვინის სისხლძარღვების დიგიტალური ანგიოგრაფია),  რაზედაც ანევრიზმა აღარ ფიქსირდებოდა, ამის შემდეგ პაციეტს მიეცა რეკომენდაცია, სრულყოფილად დაბრუნებოდა ცხოვრების ძველ სტილს."-განაცხადა იაკობ ცერცვაძემ


ნახეთ ვიდეო: თავის ტვინის წინა შემაერთებელი არტერიის გამსკდარი ანევრიზმის კლიპირება მწვავე სტადიაში (გასკდომიდან 3 საათში)

 

P.S თუ ერთხელ მინც ყოფილხართ პაციენტი და  ფიქრობთ, რომ თქვენი  ისტორია  სხვისთვისაც საინტერესოა, მოგვწრეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.devdariani777@gmail.com


ჩვენ ვეძებთ საინტერესო გმირებს ემოციური ისტორიებით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია