დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული სამკერვალო კომპანია "იმერი" მსოფლიო ბრენდის M&S ოფიციალური მიმწოდებელი გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/10/09 17:41:25

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა, ქუთაისში მდებარე  „სამკერვალო კომპანია იმერი“-მ  წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.


კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის M&S მაღაზიებში, იარლიყით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.


აღსანიშნავია, რომ  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქ. ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.


შპს „სამკერვალო კომპანია იმერი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია