საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნატოს გზა არის ჩვენთვის უალტერნატივო! - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/10/08 00:01:00

ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავჯდომარეები, ადმინისტრაციული და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები. "დღეს ვმასპინძლობთ ნატოს წარმომადგენლობას იმერეთში,მნიშვნელოვანია ის რომ იმართება ასეთი დღეები საქართველოში.რადგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლებას ,სახელმწიფო მოხელეებს,სტუდენტებს,მოსწვლეებს და ასე შემდეგ, თუ რა არის ნატო ჩვენთვის ,რომ ეს გზა არის უალტერნატივო,რომ ეს გზა აუცილებლდ იქება ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების და კეთილდღეობის მომტანი" -განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

 

ღონისძება საქართველოში მიმდინარე" ნატოს დღეები 2019-ის" ფარგლებში გაიმართა. წლევანდელი ნატოს დღეები 3 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რიმლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია