დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი ხვალ იმერეთს ეწვევა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/10/07 17:07:37

8 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ქალაქ ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.


შეხვედრაზე მოწვეულები არიან 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავჯდომარეები, ადმინისტრაციული და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები. ღონისძება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში იმართება.წლევანდელი ნატოს დღეები 3 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რიმლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

 

საკონტაქტო პირი: მარიკა ვაჭარაძე - სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შეხაებ

იმერეთის ბიურო; ტელ: 577382317;  marikavacaharadze@gmail.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია