საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის კვლევა - სიძულვილის ენა - 2018
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/24 15:13:47

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის კვლევა - სიძულვილის ენა - 2018

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • დაკვირვების პერიოდში (2018 წლის 1 იანვარი – 31 დეკემბერი) მონიტორინგის სუბიექტ მედია საშუალებებში 1 814 დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გაშუქდა, აქედან ყველაზე დიდი წილი 44,2% ქსენოფობიაზე მოდის. ჰომოფობიური განცხადებების საერთო რაოდენობა 40,4% იყო, რასაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (8,5%) და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გაღვივება (4%) მოსდევს. რასისტული შინაარსის განცხადებები კი ყველაზე დაბალი – 3%.  

 

  • 2016-2017 წლების მონაცემებთან შედარება აჩვენებს, რომ ზოგადად ქსენოფობიური გზავნილების დინამიკა მზარდია. მიუხედავად მცირედი კლებისა 2018 წელს, თითქმის უცვლელია ბოლო 2 წლის ჰომოფობიური, ასევე რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობა, ხოლო რასისტული შინაარსის შეფასებები 2017 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია.  

 

  • ქსენოფობიური გზავნილებიდან ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტურ კომენტარებზე მოდის, რასაც თურქოფობიური განცხადებები მოსდევს.

 

  • თურქოფობიურ კომენტარებში დომინირებდა მოსაზრება, რომ თურქეთი საქართველოს ექსპანსიას ახორციელებს; წინა წლების მსგავსად კვლავ ხდებოდა რუსეთის თანამედროვე ოკუპაციასა და ოსმალეთის იმპერიის მიერ საქართველოს ისტორიულ ოკუპაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა, გზავნილით „თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია“  

 

  • ჰომოფობიური გზავნილების დიდი წილი ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი ქართულ საზოგადოებას თავს ახვევს ჰომოსექსუალობას. ხდებოდა ლგბტ თემის უფლებების გარყვნილების პროპაგანდად, უმრავლესობის უფლებების ხელყოფად; ასევე ჰომოსექსუალობის ცოდვად, გადახრად და ავადმყოფობად წარმოჩენა.  

 

  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებიდან უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო. შემდეგ ადგილებზე არიან იეჰოვას მოწმეები და ის არამართლმადიდებელი კონფესიები, რომელთა სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვა რელიგიურ კონფესიებთან თანასწორ საგადასახადო პირობებში ჩააყენა. შედარებით ნაკლები იყო ინდივიდუალურად კათოლიკე ეკლესიის მიმართ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები.

 

  • რასისტული კომენტარების უმეტესობა ძირითადად ნიგერიელი სტუდენტების მიმართ ძალადობის ერთ კონკრეტულ ინციდენტს უკავშირდებოდა და მედიის წარმომადგენლებზე მოდის.

 

  • სიძულვილის ენის წყაროებში პირველ ადგილს მედიის წარმომადგენლები იკავებენ. 

 

  • ყველზე ხშირად სიძულვილის ენის მედია წყაროები კრემლისტური გამოცემა, „საქართველოს და მსოფლიო“ და საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“, ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი „ასავალდასავალი“ და „ალია“, პრორუსულ პოლიტიკურ პარტია „პატრიტოთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტელევიზია „ტვ ობიექტივი“ იყვნენ.

 

  • პარტიებიდან სიძულვილის ენის წყაროდ ყველაზე ხშირად პრორუსული პარტიები პატრიოტთა ალიანსი, ქართული დასი, თავისუფალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გვევლინებიან. ამასთანავე მმარველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სიძულვილის ენის წყაროებში ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობასაც ვხვდებით

 

  • გამოიკვეთა 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს ყველზე ხშირად ავრცელებდა. აღნიშნულ ორგანიზაციებში დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობით პირველ ადგილს „ქართული მარში“ იკავებს.

 

  • სასულიერო პირების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰომოფობიაზე მოდის, რასაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და ქსენოფობია მოსდევს  

 

  • საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები კი მეტწილად ქსენოფობიური შინაარსის იყო.

 

  • როგორც მიგრანტებთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფების მონაცემები ცხადყოფს, ყველაზე მეტად რესპონდენტები იმ ინფორმაციის მიმართ არიან მოწყვლადები, რომელიც ადგილობრივ აქტორებს (ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება და ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარში“) ეხება.

 

  • ორივე სუბიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციზე რესპონდენტების დამოკიდებულება თითქმის თანაბრად გაიყო და სავარაუდოდ მათ წინასწარ განწყობებს უფრო ასახავდა. რესპონდენტების ნახევარს (50%) სჯერა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ (ენმ) აჭარაში თურქეთის 25 000 მოქალაქეს პასპორტები დაურიგა, რაც თურქული პარტიის ჩამოყალიბების და რეგიონის გამოყოფის საშიშროებას ქმნის“, რეალურია. 

 

  • ფაქტი იმის შესახებ, რომ ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ქართველთა მარში“ ფულის გადარიცხვას არაბული ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაში მყოფი ბანკის ანგარიშზე ითხოვს, ყალბად რესპონდენტთა 53,1%-მა, სანდოდ კი 46,9%-მა ჩათვალა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია